
ახალი ამბები
მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ პარლამენტში უმრავლესობით შევა
პრეზიდენტი სააკაშვილი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე. ფოტო: ინტერპრესნიუსი.
|
ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მანდატების უმრავლესობას მოიპოვებს.
”თუ რომელი პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს იმედი უმრავლესობის მოპოვებისა, ეს არის ნაციონალური მოძრაობა,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ პოლიტიკურ თოქშოუ Primetime-ში 19 მაისს, ”ჩვენ მაღალი ალბათობა გვაქვს იმისა, რომ უმრავლესობით შევალთ პარლამენტში”.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარე გახდება იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია 21 მაისის არჩევნებში წარმატებას მიაღწევს.