
ახალი ამბები
რუსეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე იმსჯელეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და მისმა გერმანელმა კოლეგამ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 13-14 მაისს ეკატერინბურგში გამართულ შეხვედრაზე სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებაც განიხილეს.
”მოხდა შეფასებების მიმოცვლა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტების ზონებში არსებულ სიტუაციაზე,”- იუწყება შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება.