ახალი ამბები

ოპოზიციონერი პოლიტოკოსები ერთმანეთს უტევენ

12 მაისს გამართულ სატელევიზიო დებატებში პოლიტიკოსებმა ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკიდან და ლეიბორისტული პარტიიდან ერთმანეთის მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთეს და ერთმანეთს ”მატყუარა” და ”დემაგოგი” უწოდეს.

12 მაისს ”რუსთავი 2”-ზე გადაცემა Primetime-ში საუბრისას ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვლმა და გიორგი გუგავამ ლეიბორისტული პარტიიდან ერთმანეთი მმართველ პარტიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.

”სააკაშვილის მოცილება თქვენი მიზანი არ არის. თქვენ კარგად გრძნობთ თავს მისი მმართველობის ქვეშ,” – მიმართა გუგავამ დავითაშვილს და დასძინა, რომ ოპოზიციურმა კოალიციამ იმიტომ გადაწყვიტა იანვარში საპროტესტო აქციების შეწყვეტა, რომ მისი ლიდერები ”სააკაშვილს გაურიგდნენ”. დავითაშვილმა უპასუხა: ”გრცხვენოდეს ამას რომ ამბობ”.

”გლდანში თქვენ ნაციონალური მოძრაობისთვის მუშაობთ,” – განაგრძო დავითაშვილმა. გუგავა ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია გლდანის ერთმანდატიან ოლქში კიდევ სხვა ექვს კანდიდატთან ერთად, რომელთა შორისაა დეპუტატი კახა კუკავა კონსერვატორული პარტიიდან. ”თქვენი მიზანია ხმები წაართვათ კახა კუკავას,” – მიმართა დავითაშვილმა გუგავას.

ლეიბორისტულმა პარტიამ უკვე რამდენჯერმე შეუტია ოპოზიციურ კოალიციას. თუმცა, ეს უკანასკნელი თავს იკავებდა სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან საჯარო კამათში ჩართვისგან, აცხადებდა რა, რომ მათი მთავარი მიზანი არჩევნების წინ არის მმართველ პარტიასთან და არა ოპოზიციურ ჯგუფებთან კონკურირება. 

კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ორი ოპოზიციური ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა, ცოტა ხნის წინ მოხდა რესპუბლიკურ პარტიასა და ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტიას შორის. დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან გააკრიტიკა ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე იმის გამო, რომ მან განაცხადა, რომ ნატოს წევრობა ”არ უნდა იყოს საქართველოს თვითმიზანი”. გაზეთ ”კვირის პალიტრაში” გასულ კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბერძენიშვილმა ასევე გააკრიტიკა ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია პარტიის სიმბოლოდ ”ჰიტლერის დროშის” აღებისთვის და ”ჯვრის, სვასტიკით შეცვლის” გამო. ამის საპასუხოდ ლევან ვეფხვაძემ ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიიდან განაცხადა, რომ ბერძენიშვილის განცხადებები  ”ფსიქიატრიულ პრობლემად” შეაფასა.   

მსგავსი/Related

Back to top button