ახალი ამბები

კანადა შეშფოთებულია აფხაზეთში დაძაბულობის გამო

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ბერნიერმა 12 მაისს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ”დიდი შეშფოთებით” ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.


”ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, როგორიცაა მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდება და დამატებითი რუსული ძალების განთავსება აფხაზეთში, დაძაბულობა გამოიწვია და ისედაც რთული სიტუაცია გააუარესა,” – განაცხადა მან.


”კანადა მთლიანად უჭერს მხარს გაეროს წამყვან როლს აფხაზეთის გაჭიანურებული კონფლიქტის მოგვარების საქმეში და ხაზს უსვამს თანამშრომლობის და საპასუხისმგებლო ნაბიჯების მნიშვნელობას სამშვიდობო პროცესის ყველა მონაწილის მხრიდან. ჩვენ ხაზს ვუსვამთ მშვიდობიანი და კონსტრუქციული მოლაპარაკებების საჭიროებას, რომელიც კონფლიქტის მოგვარებით დასრულდება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით,” – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


 

Back to top button