ახალი ამბები

ცესკო საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვას იწყებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისათვის დღეიდან საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვას იწყებს. ეს პროცესი 18-19 მაისამდე გასტანს.


ბიულეტენები, რომლებიც ოცდაოთხსაათიანი ვიდეო-სათვალთვალო სისტემით და დაცვით აღჭურვილ ოთხ სტამბაში დაიბეჭდება, ქართულ და ეროვნულ უმცირესობათა ენებზე – ოსურად, სომხურად, აზერბაიჯანულად და რუსულად იქნება ხელმისაწვდომი. სპეციალური ბიულეტენები დაიბეჭდება უსინათლოთათვის.


ბეჭდვის პროცესს გააკონტროლებს სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან ცესკოს ორი წევრი და არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლიანი არჩევნებისა და ახალი თაობა ახალი ინიციატივას წარმომადგენლები.

Back to top button