ახალი ამბები

ოპოზიცია დასავლეთ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს

ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკის ლიდერებმა 11 მაისს დასავლეთ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს.


გურიის რეგიონში ვიზიტის შემდეგ ბლოკის ლიდერები აჭარაში გაემგზავრნენ. კამპანიის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მათი ვიზიტები სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში.


დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატორული პარტიიდან განაცხადა, რომ ოპოზიციამ მეტი კონცენტრირება უნდა მოახდინოს რეგიონებზე.


ამასობაში, 11 მაისს მმართველი პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ და ქცევის კოდექსი შეიმუშავონ, რაც თავიდან ააცილებს მათ ერთმანეთის კამპანიების ხელისშეშლას. მისი თქმით, ბოლო კვირების მანძილზე ზოგიერთი დეპუტატობის კანდიდატის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ”პროვოკაციებს”. თუმცა, ოპოზიციურმა კოალიციამ უარყო ეს შემოთავაზება. ”მმართველ პარტიასთან არაფერი გვაქვს სალაპარაკო,” – განაცხადა ძიძიგურმა.


რამდენიმე კვირის წინ ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ – მათ შორის მმართველმა პარტიამ და სამმა პარტიამ ოპოზიციური კოალიციიდან – ხელი მოაწერეს NDI-ის მიერ შემოთავაზებულ ქცევის კოდექსს, რომელიც ითვალისწინებდა კამპანიისთვის საჭირო გარემოს გაძლიერების ვალდებულებას.     

Back to top button