ახალი ამბები

აფხაზეთში არსებული სტატუს კვო უნდა აღდგეს – ბურჯანაძე

ამჟამად პრიორიტეტულია იმ სიტუაციის აღდგენა, რომელიც აფხაზეთთან მიმართებაში რუსეთის მიერ ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმამდე არსებობდა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.


” სტატუს კვო, რომელიც რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებამდე არსებობდა, მათ შორის აფხაზეთთან ურთიერთობების გაღრმავების და ძალების გაზრდის ჩათვლით, კარგი არ არის, თუმცა დღევანდელ სიტუაციას ჯობია,” – განუცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს 10 მაისს, ”საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაცხადოს, რომ რუსეთი არის კონფლიქტის მხარე”.

მსგავსი/Related

Back to top button