ახალი ამბები

ბრაიზა საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარებას იმედოვნებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მეთიუ ბრაიზას განცხადებით, გარკვეული ”პროგრესი შეიმჩნევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზაზე”.


ეს განცხადება მეთიუ ბრაიზამ დღეს თბილისში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს ამომრჩეველთა სიების ”მაქსიმალური სრულყოფა”.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო კამპანიაში შეჩერდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ”რაზეც იყო მინიშნება”.


”ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ამომრჩევლებს ჰქონდეთ რწმენა თავისუფალი და სამართლიანი განხილვისა მათი საჩივრებისა იმ შემთხვევაში, თუ მათ შეექმნებათ რაიმე პრობლემა და ექნებათ რაიმე პრეტენზია არჩევნების პროცესებისადმი. მათ უნდა ქონდეთ იმის იმედი, რომ მოხდება შემდგომი განხილვა საარჩევნო ადმინისტრაციაში ან სასამართლოში,” – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.


 

Back to top button