
ახალი ამბები
კავკასიაში კონფლიქტის გაჩაღება არ უნდა დავუშვათ – სააკაშვილი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა აფხაზეთში გართულებულ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ კავკასიაში კონფლიქტის გაჩაღება არ უნდა იქნას დაშვებული.
”აქ ყველაზე მეტად წაგებული იქნებიან ის ხალხი, ვინც მრავალრიცხოვანია,”- აღნიშნა მან, ”ეს არის ის, რაც ყველანაირ ფასად თავიდან უნდა ავიცილოთ. ჩვენ უნდა მოვნახოთ საერთო ენა, საერთო გამოსავალი”.
მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება დღეს გორში ქართველი ვეტერანის ოჯახში გააკეთა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღის მისალოცად იმყოფებოდა.