ახალი ამბები

სოხუმის ცნობით, ჩამოგდებულ თვითმფრინავზე ჭურვი იყო დამონტაჟებული

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გარი კუპალბამ განაცხადა, რომ 8 მაისს ოჩამჩირეს თავზე ჩამოგდებულ ქართულ უპილოტო მზვერავ თვითმფრინავზე ჭურვი ”ჰაერი-ჰაერი” იყო დამონტაჟებული.   


”ის შეიარაღება, რომელიც მას გადმოჰქონდა, წარმოადგენდა სერიოზულ საფრთხეს როგორც სამოქალაქო პირებისთვის, ისე სამშვიდობო ძალებისთვის,” – იტყობინება ”ინტერფაქსი” კუპალბას სიტყვებზე დაყრდნობით 9 მაისს.


ქართულმა მხარემ კატეგორიულად უარყო, რომ მისი უპილოტო თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. სოხუმის თქმით, 8 მაისს აფხაზურმა მხარემ უკვე მეხუთე უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო ბოლო ორი თვის მანძილზე. თბილისმა მხოლოდ 20 აპრილს ჩამოგდებული მზვერავი თვითმფრინავის ფაქტი აღიარა. 


 

Back to top button