ახალი ამბები

რუსული სააგენტოები: სააკაშვილის თქმით, ომის საფრთხე კვლავ არსებობს

რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან პრედენტ სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ რუსეთთან ომის საფრთხე კვლავ არსებობს.


”მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ამასთან, და ეს საფრთხე კვლავ არსებობს,” – იტყობინებიან ”რია ნოვოსტი” და ”ინტერფაქსი” სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით. სააკაშვილმა ეს განცხადება ბათუმში რუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.


”საქართველო არ აპირებს და არ შეუძლია რუსეთთან ომი. ჩვენ არ გაგვაჩნია ამდენი ბრძოლისუნარიანი შენაერთი და ამაში ნატოც ვერ დაგვეხმარება”.

Back to top button