ახალი ამბები

გივი თარგამაძე ვერ ხედავს ბურჯანაძეს ”მწვავე ოპოზიციაში”

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ მას არ ჰგონია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის ადმინისტრაციას ”მწვავე ოპოზიციაში” მოევლინოს.  


”დარწმუნებული ვარ იმაში – მათ შორის მისივე [ნინო ბურჯანაძი]განცხადებაზე დაყრდნობით, რომელიც მან გააკეთა – რომ ეს ყველაფერი მწვავე დაპირისპირებაში არ გადაიზრდება,” – განაცხადა თარგამაძემ 7 მაისს ”რუსთავი 2”-ის პოლიტიკურ თოქშოუ ”სამკუთხედში” საუბრისას, ”შეიძლება – და ეს ბუნებრივი იქნება – მას ჰქონდეს რაღაც საკითხებზე განსხვავებული პოზიცია და კიდევ ერთხელ ვამბობ, მისივე სიტყვებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ის მწვავე ოპოზიციონერად არ მოგვევლინება”.


”ის დღესაც არის ყველაზე ახლო პოლიტიკური მოკავშირე და არის გუნდის ნაწილი იმიტომ, რომ ის დღესაც არის ხელისუფლების ნაწილი და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ გვაქვს იდენტური შეხედულებები,” – განაცხადა თარგამაძემ.   


ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ბურჯანაძე, რომელიც ამჟამად სამუშაო ვიზიტით აშშ-ს სტუმრობს, აპირებს დაუპირისპირდეს სააკაშვილის ადმინისტრაციას მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ 21 აპრილს  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ამის მოტივად პარტიულ სიაზე შეუთანხმებლობა დაასახელა. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მისი ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაში აპირებს გადასვლას.   

მსგავსი/Related

Back to top button