
გამყრელიძე ეგზით პოლების ბოიკოტირებისაკენ მოუწოდებს
დავით გამყრელიძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი ცხრა ოპოზიციური პარტიის ბლოკიდან, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზით პოლების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია ეგით პოლებს ბოიკოტს გამოუცხადებს და მოუწოდებს ამომრჩევლებს საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ არ მიიღონ მონაწილეობა გამოკითხვაში, ”მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისგან შედგენილი ეგზით პოლები უკვე სრულიად დაკარგავს ძალას და გავლენას”.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს მისი პირადი ინიციატივაა. ჯერ-ჯერობით უცნობია პოვებს თუ არა ეს იდეა ოპოზიციურ პარტიებში მხარდაჭერას.
ჯერ არც ისაა გარკვეული, თუ რომელი ორგანიზაცია აპირებს ეგზითპოლების ორგანიზებას საპარლამენტო არჩევნებზე.
2003 წლიდან ეგზითპოლები ყველა ჩატარებული არჩევნების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იყო. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ეგითპოლებს ოპოზიციამ უნდობლობა გამოუცხადა.