ახალი ამბები

ევროკომისიამ საქართველოს არჩევნების ჩასატარებლად 2 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ საქართველოს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად 2 მილიონი ევრო გამოუყო. 


”ეს საარჩევნო დახმარება მიზნად ისახავს მხარდაჭერას საქართველოს მცდელობებისა აღმოფხვრას ის ხარვეზები, რომლებიც იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა და თავად ქვეყნის თხოვნის საფუძველზე გამოიყო ამ სფეროში დახმარებისთვის,” განაცხადა ევროკომისიამ 6 მაისს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში, ”ეს პაკეტი დაეხმარება ქვეყანას არჩევნების ადმინისტრირების და ამომრჩეველთა ინფორმირების გაუმჯობესებაში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ საარჩევნო პროცესს”.


”ეს პროექტი ნათელი დადასტურებაა ევროკავშირის ვალდებულებისა დაეხმაროს დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებას ჩვენს სამეზობლოში. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის დახმარების საშუალებით,  იანვარში დაფიქსირებული ხარვეზები აღმოიფხვრება. ამ არჩევნების წარმატებული ორგანიზება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის განვითარებას,” – იტყობინება პრეს-რელიზი საგარეო ურთიერთობებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის ბენიტა ფერერო-ვალდნერის სიტყვებზე დაყრდნობით.   



 

Back to top button