ახალი ამბები

ინტეგრაციისა და ტოლერანტობის სტრატეგიაზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის საკითხებზე სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით 17-კაციანი ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების და ხელისუფლების წარმომადგენლები გაერთიანდნენ.


პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ჯგუფმა სტრატეგიის პროექტი მთავრობას 31 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს, ხოლო შემდეგ მთავრობამ პროექტი წლის ბოლომდე პარლამენტს უნდა გაუგზავნოს დასამტკიცებლად.


ჯგუფს ხელმძღვანელობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი, რომელიც აპრილში პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებში.       

Back to top button