ახალი ამბები

საქართველო რუსეთთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეთანხმებას ტოვებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად შეატყობინა რუსეთს 5 მაისს, რომ გამოდის ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის 1995 წელს დადებული შეთანხმებიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.


”საქართველომ გამოაცხადა, რომ არ იღებს მონაწილეობას რაიმე სახის სამხედრო თანამშრომლობაში დსთ-ს ფარგლებში,”- განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ 5 მაისს.


”ინტეფაქსი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ საქართველოს გამოსვლა შეთანხმებიდან ”არ შეასუსტებს დსთ-ს ერთიან თავდაცვის სისტემას, რადგან საქართველოს მონაწილეობას მაინც ნომინალური ხასიათი ჰქონდა”.

Back to top button