
ნატო საქართველოს მხარდაჭერას ადასტურებს
ნატომ 28 აპრილს კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ”ძლიერი მხარდაჭერა” საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და გაიმეორა, რომ რუსეთმა ”უნდა შეცვალოს” თავისი გადაწყვეტილება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების თაობაზე, რაც ”ძირს უთხრის ამ სუვერენიტეტს,” ნათქვამია ნატოს პრეს-რელიზში.
დავით ბაქრაძე, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია, ნატოს ელჩებს 28 აპრილს ბრიუსელშიო შეხვდა.
“ელჩებმა უარყოფითად შეაფასეს რუსეთის ოფიციალური პირების და პოლიტიკოსების განცხადებები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ძალის შესაძლო გამოყენების თაობაზე,” ნათქვამია ნატოს პრესრელიზში.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლები მომდევნო თვეებში საქართველოს ესტუმრებიან, რათა ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოსთან ინტენსიური თანამშრომლობა დაამყარონ.