
ახალი ამბები
ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს
საქართველოს 27 აპრილს ევროპარლამენტის დელეგაცია ეწვია ხუთდღიანი ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის შეხვედრა.
ევროპარლამენტარები 28 აპრილს უკვე სტუმრობდნენ გალის რაიონს. დღეიდან კი შეხვედრებს თბილისში მართავენ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრთან დავით ბაქრაძესთან, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან.
დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ მასმედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ასევე გეგმავენ შეხვედრას ეუთოს დამკვირვებელთა მისიასთან, რომელიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს უწევს მონიტორინგს.