
ახალი ამბები
”რუსთავი 2” ოპოზიციის წინააღმდეგ ბოიკოტს წყვეტს
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ ის 28 აპრილიდან შეწყვეტს ოპოზიციური კოალიციის წინააღმდეგ ბოიკოტს და განაახლებს მისი საქმიანობის გაშუქებას.
”რუსთავი 2”-მა 25 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები კოალიციის ლიდერების მხრიდან ხშირი შეურაცხყოფის სამიზნეები იყვნენ, ტელეკომპანია პასუხისმგებლობას გრძნობს თავისი აუდიტორიის მიმართ და ამიტომაც გადაწყვიტა ბოიკოტის შეწყვეტა.