
ახალი ამბები
ოპოზიციონერები ნატოს, ევროკავშირის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს თბილისში სამი დამოუკიდებელი შეხვედრა გამართეს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან რობერტ სიმონსთან, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არჩევნებზე დამკვირვებელთა საგანგებო კომიტეტის დელეგაციასთან მათიას იორშის ხელმძღვანელობით.
სამივე შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და მისი სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობა.