skip to content
ახალი ამბები

ესტონეთის პარლამენტი რუსეთის გადაწყვეტილებას გმობს

ესტონეთის პარლამენტმა 23 აპრილს მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან და გააფრთხილა, რომ ამგვარმა ქმედებამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ევროკავშირი-რუსეთის ხელშეკრულებას პარტნიორობის შესახებ. 


”რიგიკოგუ ყურადღებას ითხოვს იმ ფაქტის მიმართ, რომ რუსეთის ფედერაციის ამგვარი საქციელი საფრთხეს უქმნის  საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში. რიგიკოგუ გმობს ამგვარ ცალმხრივ ქმედებებს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს ამ განკარგულების განხორციელება,” – ნათქვამია განცხადებაში.


”რიგიკოგუ ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაციის წარუმატებლობამ შეასრულოს თავისი ვალდებულებები და მისმა მცდელობებმა საფრთხე შეუქმნას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციას შორის პარტნიორობისა და თანამშროლობის შესახებ ხელშეკრულების შესაძლებლობას,” – ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button