ახალი ამბები

პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან კანცელარიაში დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავს.


გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას არ ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელმაც 21 აპრილს მოულოდნელად განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან საარჩევნო სიებზე შეუთანხმებლობის გამო აღარ იყრის კენჭს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში. მისმა ამ გადაწყვეტილებამ საპარლამენტო უმრავლესობაში დაბნეულობა გამოიწვია.

Back to top button