ახალი ამბები

ოპოზიცია და მმართველი პარტია სიებთან დაკავშირებით ერთმანეთს უპირისპირდებიან

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ისინი არ არიან დარწმუნებული, რომ მმართველმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) პარტიული სიები პროცედურების დაცვით წარუდგინა.


ცესკო-ს ოპოზიციურმა წევრებმა მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატთა სია შუაღამის შემდეგ ნახეს, რასაც წინ უძღოდა მწვავე დაპირისპირება და კამათი. თუმცა, ოპოზიციის განცხადებით, სია იმ ოთახში იყო, სადაც ის არ უნდა ყოფილიყო, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მმართველი პარტიის განცხადება იმის თაობაზე, რომ სია ცესკოს ვადის ამოწურვამდე წარედგინა. სიების წარდგენის ბოლო ვადა 21 აპრილს საღამოს 6 საათზე ამოიწურა.


თუმცა, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უარყვეს ეს ეჭვები და განაცხადეს, რომ ოპოზიციამ ეს სია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად იხილა. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ მაშინ გაცდება ხელმისაწვდომი, როდესაც ის გამოქვეყნებს მის შუალედურ წინასაარჩევნო მოხსენებას.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის სია არ იყო იმ ოთახში, სადაც ის უნდა ყოფილიყო.   
 
 

Back to top button