
ახალი ამბები
მმართველი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ბაქრაძე ახალი სპიკერი გახდება
21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე, რომელიც მმართველი პარტიის სიის სათავეშია, პარლამენტის თავმჯდომარე გახდება.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ 21 აპრილს გადაცემა Primetime-ს განუცხადა, რომ არ იყო ”ადვილი გადაწყვეტილება” ასეთი კარგი საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოშორება მისი თანამდებობიდან ”საქართველოსთვის ასეთ რთულ დროს”.
ბაქრაძე მმართველი პარტიის სიის პირველ ნომრად დაასახელეს მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძემ 21 აპრილს განაცხადა, რომ ის აღარ მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში პარტიის სხვა ლიდერებთან სიის შედგენასთან არსებული უთანხმოების გამო.