ახალი ამბები

მერკელი: საქართველო ამ ეტაპზე MAP-ს ვერ მიიღებს

საქართველოს და უკრაინას უნდა ჰქონდეთ ნატოს წევრობის პერსპექტივები სამომავლოდ, თუმცა ახლა არ არის მათთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების შესაფერისი დრო, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 2 აპრილს.


ნატოს სამიტზე დასასწრებად ბუქარესტში ჩასვლისას მან განაცხადა, როგორც ამის შესახებ German Press Agency (DPA) იტყობინება: ”ვფიქრობთ, რომ MAP-ის დრო ჯერ არ მოსულა”.


მერკელმა 10 მარტს განაცხადა: ”ქვეყნები, რომლებიც გარემოცული არიან რეგიონალური და შიდა კონფლიქტებით, ნატოს წევრები ვერ გახდებიან”. 

მსგავსი/Related

Back to top button