ახალი ამბები

გურგენიძე ევროობლიგაციების ემისიასთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს

პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ევროობლიგაციების ემისიასთან დაკავშირებთ 30 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით ლონდონში, ამსტერდამში, ფრანკფურტში, მიუნხენში, ვენასა და დუბაიში შეხვედრებს მართავს, იუწყება პრემიერ-მინისტრის აპარატი.


პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოს სურს გამოუშვას 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, ხუთიდან ათწლიანი ვადის მქონე ევროობლიგაციები. ამ საკითხის ორგანიზების მიზნით ორი ბანკი – JP Morgan და UBS – შეირჩა.



 

Back to top button