ახალი ამბები

საფრანგეთი საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების წინააღმდეგია

საფრანგეთი არ დაუჭერს მხარს საქართველოსა და უკრაინისთვის ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას, განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფილონმა, იტყობინება Reuters.


“საფრანგეთი უკრაინისა და საქართველოს მწვანე შუქს არ აუნთებს,” – განუცხადა მან France-Inter რადიოს 1 აპრილს, ”ჩვენ საქართველოს და უკრაინის შესვლის წინააღმდეგი ვართ, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი პასუხი პოლიტიკურ წონასწორობაზე ევროპაში და ევროპასა და რუსეთს შორის, და გვინდა, რომ ამ საკითხზე დიალოგი რუსეთთან გავმართოთ”.


გერმანიამაც ნათლად გამორიცხა ბუქარესტის სამიტზე ამ ორი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობა, წერს Financial Times-ი 1 აპრილს.


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა: ”საფრანგეთს გააჩნია შეხედულება, რომელიც განსხვავდება იმ მოსაზრებისგან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია ამ საკითხზე”.


ამასობაში, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 1 აპრილს კვლავ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა. ”ჩემი პოზიცია მყარია: უკრაინას და საქართველოს უნდა მიენიჭოს MAP,” – განაცხადა ბუშმა კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან ვიქტორ იუშჩენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button