ახალი ამბები

გერმანია საქართველოს MAP-ში გაწევრიანებას ვეტოს დაადებს – Financial Times

გერმანიამ კატეგორიულად განაცხადა 31 მარტს, რომ ”შესაფერისი დრო არ არის” საქართველოსა და უკრანისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებისთვის, წერს Financial Times-ი 1 აპრილს.


მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გერმანიამ უკვე მიანიშნა, რომ საქართველოს და უკრაინის MAP-ში გაწევრიანების წინააღმდეგია, წერს Financial Times-ი, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბერლინმა ნათლად გამორიცხა ამ ორი ქვეყნის მხარდაჭერა.


”გერმანია ეწინააღმდეგება საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას იმ პრობლემების გამო, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებს უკავშირდება და ასევე ოპოზიციური მოძრაობების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების გამო,” – წერს Financial Times-ი.


გაზეთი ასევე იტყობინება გერმანიის კანცლერის ანგელა მერკერის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ალიანსმა ასევე უნდა განიხილოს რუსეთის ”კანონიერი წუხილები მისი უსაფრთხოების თაობაზე” აღმოსავლეთით ნატოს შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით. 



 

მსგავსი/Related

Back to top button