
მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის წესი წარმოადგინა
მმართველმა პარტიამ, ოპოზიციის მწვავე პროტესტის ფონზე, მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება წარმოადგინა, რომელიც ითვალისწინებს თითო დეპუტატის არჩევას თითოეულ 75 რეგიონზე.
ოპოზიცია რეგიონალურ პროპორციულ სიებს ითხოვდა. თავდაპირველად, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ამ სისტემამ მმართველი პარტიის მხარდაჭერა მოიპოვა. ხელისუფლებამ ოპოზიციის საპასუხო მემორანდუმში, რომელიც 14 თებერვალს გამოქვეყნდა, განაცხადა: ”პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შეიცვლება რეგიონული პროპორციული სისტემით ეუთოს ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად. ამ მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე ინიცირებულია და შესაბამისი ცვლილებები კონსენსუსის შემთხვევაში განხორციელდება მარტის ბოლომდე”.
თუმცა, 75 ამჟამინდელი მაჟორიტარი, რომელთა უმეტესობაც მმართველი პარტიის მხარდამჭერია, იმ სისტემას იცავენ, რომელმაც უზრუნველყო მათი არჩევა 2003 წელს. მათი არჩევის შემდეგ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება გულისხმობდა მათი რაოდენობის შემცირებას 50-მდე.
შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, პროპორციული სიებით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100-დან 75-მდე შემცირდება.
დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან უკვე გააფრთხილა, რომ ამ ცვლილებამ შესაძლოა საპროტესტო აქციების ახალი ტალღა გამოიწვიოს.