ახალი ამბები

რუსული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთში ”ქართველი ჯაშუში” დააკავეს

რუსეთის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ქართული სპეცსამსახურების მიერ სამხრეთ ოსეთში ტერიტორისტული აქტების მოწყობისთვის სპეციალურად გადმობირებული პიროვნება, იტყობინება Gazeta.ru  “ინტერფაქსზე” დაყრდნობით 29 თებერვალს.


ინფორმაციის თანახმად, მარტინ ძაგოევი ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ”იგი სამხრეთ ოსეთის მკვიდრია, რომელიც დიდი ხანია საერთაშორისო ძებნაში იმყოფება,” – აცხადებს გაზეთი ჩრდილოეთ ოსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით.

მისივე თქმით, ძაგოევმა აღიარა, რომ ის ქართულმა სპეცსამსახურებმა და დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციამ გადაიბირა. ”მას ფულადი ანაზღაურება შესთავაზეს იმისათვის, რომ სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები განეხორციელებინა,” – აცხადებს წყარო.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button