
ახალი ამბები
ოპოზიცია ფართომასშტაბიანი აქციისთვის თანხების მოძიებას იწყებს
ოპოზიციურმა კოალიციამ 22 თებერვალს საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი საპროტესტრო აქციებისა და ”მასობრივი შიმშილობის აქციის” დაწყების წინ თანხების მოძიების კამპანია დაიწყო.
კონსერვატორულმა პარტიამ თავის ვებ-გვერდზე გამოქვეყნა საბანკო ანგარიშები, სადაც ფულის გადარიცხვაა შესაძლებელი და ასევე სთხოვა მხარდამჭერებს პარტიის ადგილობრივ ოფისებში მიიტანონ შემოწირულობები.