ახალი ამბები

პატარკაციშვილი ’ბუნებრივი მიზეზით’ გარდაიცვალა

ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილი ”ბუნებრივი მიზეზით” დადგა, თუმცა დამატებითი ტოქსიკოლოგიური კვლევა მაინც ჩასატარებელია, განაცხადა სურეის საგრაფოს პოლიციამ გვამის პირველადი გამოკვლევის შემდეგ.


”სურეის პოლიციას შეუძლია დაადასტუროს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ბადრი პატარკაციშვილის მოულოდნელი გარდაცვალება გამოწვეული იყო სხვა მიზეზით, გარდა ბუნებრივისა. მაგრამ დეტალური ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა მაინც უნდა ჩატარდეს. ეს რამოდენიმე კვირას მოითხოვს,” -იტყობინება ”როიტერი” სურეის პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.


    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button