
ახალი ამბები
პატრიარქი უარყოფს რომელმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ ეკლესია არ უჭერს მხარს არცერც პოლიტიკურ ძალას.
”ამ ბოლო დღეებში ვრცელდება ისეთი აზრი, თითქოს ეკლესია მხარს უჭერს ან მფარველობს ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება. საქართველოს ეკლესია დამცველია ჩვენი ეროვნული და ქრისტიანული ფასეულობების და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეკლესიამ გაამთლიანოს ერი, გააერთიანოს, შეადუღაბოს ჩვენი ხალხი,”- განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორემ ეს განცხადება ახალი მოძრაობის დამფუძნებელ სხდომაზე გააკეთა, რომლის მიზანიც იქნება უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პატრიარქის მიერ გამოცემული ეპისტოლეების დეპულებების ცხოვრებაში გატარება.