skip to content
ახალი ამბები

ბაგრატის ტაძარში სააკაშვილი საპრეზიდენტო ფიცს დადებს

ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიცს დადებს ინაუგურაციის ღონისძიების ფარგლებში, რომლის ძირითადი ნაწილიც 20 იანვარს თბილისში გაიმართა.


ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II  საზეიმო პარაკლისს აღავლენს ბაგრატის ტაძარში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ოჯახთან ერთად ესწრება. ღონისძიებას ქართული ტელევიზიები პირდაპირ ეთერში არ აშუქებენ.


ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ გაიმართება ინაუგურაციის მეორე დღისადმი მიძღვნილი, საგანგებოდ დადგმული საზეიმო ღონისძიება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button