ახალი ამბები
პუტინმა სააკაშვილს მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისალოცის წერილი გამოუგზავნა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით.
”მინდა იმედი მქონდეს, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კონსტრუქციულად განვითარდება,”-ნათქვამია კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოცში.
სააკაშვილმა 12 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუ მის ინაუგურაციას პრეზიდენტი პუტინი დაესწრება.
რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე, რომელიც 20 იანვარს იგეგმება, რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)