
ახალი ამბები
გაჩეჩილაძის შტაბის ეზოში ორი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს
დღეს ოპოზიციური კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის ცენტრალური შტაბის ეზოში ორი ასაფეთქებელი ნივთიერება – 200 გრამი ტროტილი დეტონატორით და პლასტიკი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ კოალიციის შტაბი იტყობინება. ადგილზე ორივე შემთხვევაში გამოძახებული იქნა კრიმინალური პოლიცია.
პოლიცია ჯერ-ჯერობით იკვლევს, თუ ზუსტად რა ტიპის ნივთიერებაა აღმოჩენილი.