
გაჩეჩილაძის შტაბი პატარკაციშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება
”ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი [ლევან გაჩეჩილაძე], ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას… დანარჩენი კანდიდატი დარჩება, მოიხსნება, თუ როგორ მოიქცევა, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ამასთან არაფერი გვაქვს საერთო,” – განაცხადა 3 იანვარს ოპოზიციური კოალიციის სახელით თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან.
მან ეს განცხადება პრესკონფერენციაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა სთხოვეს კომენტარი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გადაწყვეტილებაზე დარჩეს საპრეზიდენტო მარათონში.
”ჩვენ მზად ვართ ვილაპარაკოთ ყველა ადამიანთან, ყველა ადამიანთან გარდა სისხლის სამართლის დამნაშავეებთან… იქნება მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავე, აუცილებლად კანონის წინაშე აგებს პასუხს; იქნება ბადრი პატარკაციშვილი სისხლის სამართლის დამნაშავე, აუცლილებლად კანონის წინაშე აგებს პასუხს,” – განაცხადა მან.