ახალი ამბები

სარიშვილი ოპოზიციას ერთ კანდიდატზე შეთანხმებას ურჩევს

პრეზიდენტობის კანდიდატი ირინა სარიშვილი 2 იანვარს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე ”კატეგორიულად” მოუწოდებს ოპოზიციას შეთანხმდეს ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერაზე.


5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს სამი დამოუკიდებელი კანდიდატი ჰყავთ წარდგენილი: ლევან გაჩეჩილაძე ოპოზიციური კოალიციიდან; დავით გამყრელიძე ახალი მემარჯვენეებიდან და შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტიიდან.


”კიდევ ერთხელ დაბეჯითებით ვთხოვ ოპოზიციას, ხვალ საღამომდე არის დრო და შეთანხმდეს ერთ კანდიდატზე,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სარიშვილმა, ”წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ შედეგზე, რომელიც შეიძლება დადგეს 5 იანვარს და 5 იანვრის შემდეგ პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად აიღებს თავმოუბმელი ოპოზიციაც”.


არაპარტიული ოპოზიციური კანდიდატებიდან ერთი – ბადრი პატარკაციშვილი  – კანდიდატურის მოხსნაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას 4 იანვარს გეგმავს, ხოლო გია მაისაშვილი მომავლის პარტიის ლიდერი, ისევე როგორც თავად ირინა სარიშვილიც პრეზიდენტობისთვის ბრძოლას განაგრძობენ.


 

Back to top button