
ახალი ამბები
ილია მეორე სიმშვიდისკენ მოუწოდებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსახლეობასა და ხელისუფლებას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მომავალმა პრეზიდენტმა ხალხისთვის მიცემული ყველა დაპირება უნდა შეასრულოს
დღეს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 30 წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა, რომელსაც ესწრებოდნენ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე, პოლიტიკოსები, სხვადასხვა ქვეყნების სასულიერო პირთა დელეგაციები და მრევლი.
ილია მეორე პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს, 25 დეკემბერს კი ინტრონიზაცია მოხდა.