ახალი ამბები

”მე არ შევუტევ ოპონენტებს” – სააკაშვილი

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ ოპონენტების შეტევის ნაცვლად, ის პრობლემებს შეუტევს. 


”ჩვენ გვიპირისპირდება ძალიან დიდი სიცრუე,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ გვესვრიან ძალიან ბევრ ტალახს… ის ხალხი, ვინც ჩვენ გვიტევს, იმის გამო კი არ აკეთებს ამას, რომ მაგრები არიან, არამედ იმის გამო, რომ სუსტები არიან და არ შეუძლიათ საქართველოს პრობლემებს შეუტიონ, არ შეუძლიათ, რომ საქართველოს მტერს შეუტიონ და ამიტომ მიტევენ მე. დაე, შემიტიონ მე, მაგრამ მე არ შევუტევ მათ. მე შევუტევ პრობლემას და შევუტევ საქართველოს მოწინააღმდეგეს. ეს არის ჩვენს და მათ შორის განსხვავება”. 


სააკაშვილმა ეს განცხადება წყალტბოში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button