
ცესკო-მ ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 21 დეკემბერს 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო.
სულ სამი ტიპის ბიულეტენი იბეჭდება, თითოეული 3,5 მილიონის ოდენობით. ერთი ეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ხოლო დანარჩენი ორი – პლებისციტის კითხვებს.
პლებისციტის ერთი კითხვა ეხება საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღს და კითხვა ასეთია: ”თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2008 წლის გაზაფხულზე?”
მეორე კითხვა ნატოში გაწევრიანებას ეხება: ” უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)?”
იმავდროულად, ცესკო ბიუტელენების და სხვა საარჩევნო დოკუმენტაციის დაბეჭდვას გეგმავს ეროვნული უმცირესობების ენებზეც: სომხურად, აზერბაიჯანულად, ოსურად და რუსულად.