ახალი ამბები

გამყრელიძე რეკლამაში სააკაშვილის პოლიტიკას აკრიტიკებს

პრეზიდენტობის კანდიდატი და ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე თავის უფასო პოლიტიკურ რეკლამებში სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკას უტევს, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და კერძო საკუთრებასთან მიმართებაში.


ერთ-ერთ სარეკლამო კლიპში ნაჩვენებია აჭარაში დანგრეული ეკლესია და ისმის ხმა, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდანვე ებრძვის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას.  

მიხეილ სააკაშვილმა ბოლო დროს საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებში რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში დაახლოებით 200 ეკლესიის რეკონსტრუქცია განხორციელდა. თავის რამდენიმე პოლიტიკურ რეკლამაში სააკაშვილი ჩანს სანთლით ხელში, როდესაც ის მღვდელს ესაუბრება.


გამყრელიძის სხვა პოლიტიკურ რეკლამაში ჩანს თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დანგრეული საცხოვრებელი სახლი და იქვე ისმის: ”გამყრელიძე დაიცავს მოქალაქეთა საკუთრების უფლებას”.     

Back to top button