skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ ცესკოს ერაყსა და კოსოვოში კენჭისყრის ორგანიზება დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დაავალა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) მიიღოს დადგენილება ერაყსა და კოსოვოში განლაგებული 2 ათასზე მეტი ჯარისკაცისათვის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უზრუნველყოფის თაობაზე.


ცესკოს 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ჯარისკაცებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვათ, სასამართლოში პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბმა გაასაჩივრა მას შემდეგ, რაც ცესკოს ოპოზიციურმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს შესაბამისი დადგენილების მიღებას.


”ცესკომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება და დაარეგულიროს ერაყსა და კოსოვოში სამხედრო მოსამსახურეების მიერ ხმის მიცემის პროცედურები,”- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა, რომელიც სასამართლოზე სააკაშვილის მხარეს წარმოადგენდა.

ამ საკითხზე ცესკო უახლოეს სხდომაზე იმჯელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button