
ახალი ამბები
სტუდენტები სააკაშვილის მხარდამჭერ კამპანიაში ერთვებიან
სტუდენტების ნაწილმა 11 დეკემბერს საპრეზიდენტო კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი კამპანია წამოიწყო.
სტუდენტთა ჯგუფს ხელმძღვანელობენ უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობების ლიდერები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობასთან არიან ასოცირებულნი.
”ჩვენ გადავწყვიტეთ ამ კამპანიის დაწყება, რადგან არ გვინდა საქართველო ოლიგარქმა იყიდოს,”- განაცხადა სტუდენტთა ჯგუფის ლიდერმა გიორგი ავალიანმა. მას მხედველობაში ჰყავდა ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც ასევე იყრის კენჭს პრეზიდენტად.
სტუდენტები სააკაშვილის მხარდასაჭერად აქტიურ კამპანიას გეგმავენ რეგიონებშიც.
სტუდენტური შტაბის დაარსება გარკვეული მცდელობაა დაბალანსდეს ოპოზიციური ახალგაზრდული მოძრაობის აქტიურობა.