ახალი ამბები

სანდრა რულოვსი სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას უერთდება

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი 11 დეკემბერს მისი მეუღლის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.


ის სააკაშვილთან ერთად ბოლნისსა და მარნეულში გამოჩნდა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე. სატელევიზიო კადრებში ჩანს, როგორ აგროვებს სანდრა რულოვსი სააკაშვილისთვის განკუთვნილ წერილებს.


სანდრა რულოვსი, რომელიც ავტობიოგრაფიული წიგნის ”იდეალისტის ნაამბობი” ავტორია, 2004 წელსაც აქტიურად მონაწილეობდა მისი მეუღლის საარჩევნო კამპანიაში.  



 

Back to top button