ახალი ამბები

ცესკომ ამომრჩეველთა სიები გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 დეკემბერს განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და თავად ამომრჩევლებს შეუძლიათ გადაამოწმონ საარჩევნო სიები, რომელიც კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.


”მოვუწოდებ ამომრჩევლებს გადაამოწმონ საკუთარი გვარები სიებში. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება ამ ვებ-გვერდზე, ან ჩვენი ცხელი ხაზის საშუალებით. მათ ასევე შეუძლიათ გადამოწმება საარჩევნო უბნებში,” – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა პრეს-კონფერენციაზე, ”ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რათა შემდგომში გავაუმჯობესოთ არსებული სიები და ეს პროცესი გამჭირვალე გავხადოთ”.


ცესკოს ცნობით, საქართველოში 3 372 179 რეგისტრირებული ამომრჩეველია.


 


 

Back to top button