
ახალი ამბები
სააკაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 6 დეკემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა.
ყოფილი პრეზიდენტი პირველი იყო სხვა კანდიდატებს შორის, რომელმაც რეგისტრაციისთვის საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერები წარადგინა ცესკო-ში.
კიდევ 12-მა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების მსურველმა წარადგინა ხელმოწერები და ახლა ცესკო ამ სიების გადამოწმების პროცესშია.
ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ცესკო კანდიდატებს მათი გამოსწორებისთვის დამატებით 2-დღიან ვადას მისცემს. ამ პროცედურების შემდეგ, ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატები რეგისტრაციაში 11 დეკემბრამდე უნდა გაატაროს ან დასაბუთებული უარი უთხრას რეგისტრაციაზე.