ახალი ამბები

საქართველო არჩევნებზე რუს დამკვირვებლებს არ მოიწვევს

საქართველო არ მოიწვევს რუს დამკვირვებლებს 5 იანვარს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებზე, განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ გაზეთ ”ვრემია ნოვოსტეი”-სთან ინტერვიუში, რომელიც 4 დეკემბერს გამოქვეყნდა.


”რუსეთიც არ გვიწვევს ჩვენ დამკვირვებლებად არჩევნებზე [რუსეთში]”, – განაცხადა მან, ”ამავე დროს, მე ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც ჩამოვიდოდა საქართველოში, ვერ იქნება ობიექტური. უფრო და უფრო მეტი ნიშანი ჩნდება იმისა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობაში”.


მან ასევე განაცხადა, რომ დსთ-საც არ გაეგზავნება მოწვევა  არჩევნებზე დაკვირვების მიზნით. თუმცა, მისი თქმით, მოწვეული იქნება დსთ-ს წევრი რამდენიმე სახელმწიფო, რომელთაც საქართველოსთან ”მეგობრული” ურთიერთობა აქვთ.


საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მოუწოდა ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს”რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი” გამოაგზავნონ 5 იანვრის არჩევნებზე.
 

Back to top button