ახალი ამბები

სააკაშვილმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ფრიდონ თოდუა დაასახელა

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა დაასახელა.

ფრიდონ თოდუამ, თბილისის რადიოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ მისთვის პატივი იყო მიხეილ სააკაშვილის ეს შეთავაზება.

თოდუა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, აქამდე არასდროს ყოფილა ჩართული პოლიტიკაში. თუმცა, მას ყოველთვის კარგი ურთიერთობები ჰქონდა ხელისუფლებასთან.

იმავდროულად, ბოლო დღეებში სააკაშვილის საარჩევნო შტაბში განსაკუთრებით აქტიურია დეპუტატი მმართველი პარტიიდან გიგი წერეთელი, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. თავისი კამპანიის ფარგლებში სააკაშვილი ხშირად ჩნდება თბილისის მერთან გიგი უგულავასთან და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან ერთად.

ზოგიერთი გავლენიანი ფიგურა სააკაშვილის გარემოცვიდან, რომლების განსაკუთრებით აქტიურობდნენ ნოემბრის პოლიტიკური კრიზისის დროს, ბოლო პერიოდში ჩრდილში ამჯობინებს ყოფნას.

Back to top button