ახალი ამბები

ოქრუაშვილი გერმანიაში დააპატიმრეს

გერმანიაში საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს, იტყობინება Berliner Zeitung 28 ნოემბერს. 


ამავე ინფორმაციის თანახმად, ოქრუაშვილი 27 ნოემბერს დააკავეს.

იმავდროულად, Associated Press-ი  ბერლინის პროკურატურის ოფიციალური წარმომადგენლის მიხაელ გრუნვოლდის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პროკურატურამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მოითხოვოს თუ არა ოქრუაშვილის პატიმრობაში დარჩენა ექსტრადიციამდე. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს 40 დღე აქვს, რათა საქმესთან დაკავშირებით სრული დოკუმენტაცია წარმოადგინოს. 


ოქრუაშვილი პატიმრობიდან 9 ოქტომბერს 10 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. იგი სექტემბრის ბოლოს დააპატიმრეს და თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქრთამის აღების, გამოძალვის, ფულის გათეთრების და სამსახურებრივი გულგრილობის მუხლები წაუყენეს. ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლო ოქრუაშვილის საქმეს მის დაუსწრებლად განიხილავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button